აშშ-საფრანგეთი

მაკრონს და ბაიდენს უკრაინაში ომის დასრულების დასაჩაქრებლად ჩინეთის ჩართვა სურთ

ელისეის სასახლის ინფორმაციით, 4 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთში სამდღიანი მოგზაურობის წინ, აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა. სახელმწიფოს მეთაურებმა ისაუბრეს მათ საერთო სურვილზე, რომ უკრაინაში ომის დასრულების დასაჩქარებლად და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთი ჩართონ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთს 5 აპრილს ეწვევა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიეინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად მომავალი თვის დასაწყისში ჩინეთს ეწვევა.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთო პოზიციის საჩვენებლად ლაიენს თავად შესთავაზა 5 აპრილს ჩინეთში მასთან ერთად გამგზავრება.

"მე ევროპულ მანდატს არ ვფლობ, რადგან საფრანგეთი დამოუკიდებელ დიპლომატიას აწარმოებს, თუმცა მე ვითვალისწინებ ევროპულ კოორდინაციას". - აღნიშნა მან.

კომენტარები