ვთვლი, რომ ეს ღირსების ორდენი დავიმსახურე მე და თითოეულმა ჩვენგანმა ვინც ვიდექით დღეს სცენაზე.
მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში. შეიძლება უხეშად გამოვიდეს, მაგრამ მოვალეობაც არის, რომ როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე ჯილდო გადასცე. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის, ნამდვილად დასაფასებელია ჩემი მხრიდან, სპორტსმენებისგან, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გვაჯილდოებს და აქედან გამომდინარე, დიდ მადლობას ვუხდი მას.
[...] ქვეყნის მოღალატე მე მისთვის არ მიწოდებია და არც არავის ვუწოდებ, ეს იმას მოჰკითხეთ, ვინც უწოდებს ქალბატონ სალომეს, რაშიც არ ვარ კომპეტენტური ნუ შემეკითხებით.
ლაშა ტალახაძე
ტალახაძე: პრეზიდენტისთვის ქვეყნის მოღალატე არ მიწოდებია და არც არავის ვუწოდებ





