ჩვენ ცოტა ადრე, 3 წლით ადრე დავიწყეთ "დიფსთეითზე" საუბარი მაშინ, როცა ამაზე ლაპარაკს ვერავინ ბედავდა. გულწრფელი ვიქნები, გულწრფელად გეტყვით, იმის მოლოდინი გვქონდა, რომ როცა ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა. თუმცა, დღეს მოლოდინის რეჟიმში ვართ.
არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის - ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი იმის გამო დაასანქცირა, რომ ვითომ მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. ასევე, მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ეს სანქციები არავის მოუხსნია [...]
იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფსთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.