რუსეთი

ირკუტსკის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

შორი მანძილის სტრატეგიული ბომდამშენი Ту-22М
Dmitry Terekhov / Wikimedia

2 აპრილის ღამეს რუსეთში, ირკუტსკის ოლქში Ту-22М3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი დაგეგმილი ფრენის დროს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი კატასტროფის შედეგად მოკვდა. ეკიპაჟის დანარჩენმა ოთხმა წევრმა კატაპულტირება მოასწრო.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

ბომბდამშენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, ჩამოვარდნის წინ პილოტებმა თვითმფრინავი დასახლებული ტერიტორიიდან გაიყვანეს.

Ту-22М-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელსაც ბირთული იარაღის გადატანაც შეუძლია, ირკუტსკის ოლქში 2024 წლის აგვისტოშიც ჩამოვარდა.

კომენტარები