აშშ-ს სენატი

დემოკრატმა სენატორმა, კორი ბუკერმა სენატში სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის რეკორდი მოხსნა

აშშ-ს დემოკრატი სენატორი, კორი ბუკერი

აშშ-ს დემოკრატმა სენატორმა, კორი ბუკერმა სენატის დარბაზში სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის რეკორდი მოხსნა და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 25 საათისა და 5 წუთის განმავლობაში გააკრიტიკა.

55 წლის ნიუ ჯერსელი სენატორის მიზანი ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ პროტესტისა და წინააღმდეგობის გამოხატვა იყო.

სენატორმა ბუკერმა სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 1-ელ აპრილს, დილის 03:00 საათზე, დაიწყო და აღნიშნა, რომ საუბარს მანამდე გააგრძელებდა, სანამ ამას "ფიზიკურად შეძლებდა".

ბუკერს მიზნის მიღწევაში დემოკრატი კონგრესმენები ეხმარებოდნენ, რომლებიც მას კითხვებს უსვამდნენ და მცირე დროით შესვენების საშუალებას აძლევდნენ.

მანამდე, აშშ-ს სენატში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლა სენატორ სტრომ თურმონდს ეკუთვნოდა, რომელმაც გამოსვლა 1957 წლის 28 აგვისტოს დაიწყო და 24 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

კომენტარები