რამზან კადიროვის ოჯახი

კადიროვის 17 წლის შვილი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორი გახდა

რამზან კადიროვის მესამე შვილი, 17 წლის ადამ კადიროვი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს კურატორი გახდა

ადამ კადიროვის შსს-ს კურატორად დანიშვნის შესახებ ოფიციალურად 31 მარტს გამართულ თათბირზე განაცხადეს.

სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასლან ირასხანოვმა, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამზან კადიროვის დავალებით.

ადამ კადიროვს 2023 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა.

ახალი როლის ფარგლებში წარდგენის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდოების არაერთგზის მფლობელმა ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟმა პირადად გადასცა მედლები რვა "გამორჩეულ თანამშრომელს", რომლებიც დაჯილდოვდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი – "ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის" წოდებით.

კომენტარები