შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება წერს, რომ მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
შსს მოუწოდებს "აქციის ორგანიზატორებს და მონაწილე პირებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში."
"საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილე პირებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება." - წერია განცხადებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს: აქციის მონაწილეთა ნაწილმა პიროტექნიკის გამოყენება დაიწყო, რაც კანონსაწინააღმდეგოა

სპეცრაზმი პარლამენტთან
ტაბულა




