მიხეილ ლომთაძე

ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის კომპანიამ Kaspi.kz თურქული Rabobank A.Ş შეიძინა

ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ყაზახურმა ფინტექ კომპანია Kaspi.kz-მ ნიდერლანდებში დაფუძნებული Rabobank Group-ის თურქული შვილობილი ბანკი Rabobank A.Ş. შეიძინა.

Kaspi.kz-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია არ არის, თუმცა, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ამ ეტაპზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.

ეს უკვე მეორე შეთანხმებაა, რომელიც ყაზახურმა კომპანიამ თურქეთში ბოლო თვეებში გააფორმა. გასული წლის ოქტომბერში ლომთაძის კომპანიამ თურქული ტექნოლოგიური პლატფორმის, Hepsiburada-ს აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენის ქონება $5.9 მილიარდს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები