შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას“ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ხ.ხ., 1982 წელს დაბადებული თ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.