მოლდოვა

კიშინიოვი ვერ დავტოვე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა დამიბარა – პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსი

ალექსეი ლონგუ
Ria Novosty

რუსეთში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის პარტია შანსის ლიდერმა, პრორუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი ლუნგუმ კიშინიოვი ვერ დატოვა.

ლუნგუს თქმით, კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული ცენტრის თანამშრომლებმა განჩინება გადასცეს.

"აეროპორტში ორჯერ შემიმოწმეს საბუთები. შემდეგ მომიახლოვდა ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის თანამშრომელი, რომელსაც ფორმა არ ეცვა და განჩინება გადმომცა. მითხრა, რომ სამსახურისთვის განმარტებების მისაცემად მიბარებენ". – დაწერა ლუნგუმ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არც ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ არის. 

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ განუკითხაობას, რომლითაც ქვეყნის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არის დაკავებული". – წერს ლუნგუ.

26 მარტს, მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში სამართალდამცავებმა დააკავეს.

გუცული მოლდოვის ანტიკორუფციულ ცენტრში გადაიყვანეს. ის 72 საათით არის დაკავებული. პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით, გაგაუზიის ლიდერი როგორც ეჭვმიტანილი დაკითხეს, ამ ეტაპზე ბრალდება არ არის წაყენებული.

კომენტარები