ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებულ დ.ა., 1994 წელს დაბადებულ ა.ე., 1986 წელს დაბადებული ა.ვ. და 1996 წელს დაბადებული ნ.მ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 54 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“ და "მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები