რუსული რეჟიმი

სიიარტო: საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა, უნგრეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

ბუდაპეშტში იმართება ელჩების შეხვედრა და მისი [ბოჭორიშვილის] აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რაც ორმაგი ფაქტია:

პირველი ფაქტი ის გახლავთ, რომ საქართველო აჩვენებს საუკეთესო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმ გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხის განხორციელებას იმის გამო, რომ პატრიოტული გრძნობები გააჩნია [მთავრობას] ქვეყანაში და ის ეროვნული ინტერესებისთვის გრძნობს წნეხს. 

ასევე პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისა, რომ კონსერვატული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება - ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია (ესეც ბრიუსელის მოსაზრებით).

ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას. ამიტომ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა.

ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ ძალიან მკაცრი გამოძიებისკენ, იმისათვის, რომ იქნეს გამოძიებული, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რა ორგანიზაციები იყვნენ იმის უკან, რომ უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების ინტერესების განხორციელება ქვეყნებში. 

ამ სულისკვეთებით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ, უნგრელები ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. [...]

უნდა ითქვას, რომ ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია ჩვენგან.

ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას უნგრეთის მხრიდან, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ მიუღებელია, ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას.

საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს და ამის გამო 50 ადამიანი, რომელიც საქართველოში მუშაობს და უნგრეთში მიიღებენ შესაბამის სწავლებას, იქნება ამ მიმართულებით გამოყენებული.

ჩვენ ასი მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელეთ საქართველოსთან, ეს 20%-ით გაიზრდება წელს. ივნისში ჩვენ კიდევ ერთი მთავრობათაშორისი სამიტი გვექნება ბუდაპეშტში და თბილისში და ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება.

თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მედიასთან კომენტარისას. სინქრონული თარგმანი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში იმყოფება.

კომენტარები