რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უოლცის თქმით, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის განხილვას აპირებენ

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი
Economist

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ამბობს, რომ აშშ რუსულ და უკრაინულ მხარეებთან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის განხილვას აპირებს. 

ამის შესახებ უოლცმა CBS News-ის ეთერში საუბრისას ილაპარაკა.

"თანმიმდევრობა შემდეგი იქნება - გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა საჰაერო ინფრასტრუქტურაზე. ეს ამ კვირას პრეზიდენტ პუტინთან პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდგომ დაუყოვნებლივ ამოქმედდა. ახლა შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ვილაპარაკებთ იმისთვის, რომ ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულისა და ნავთობის გადაადგილება და შავ ზღვაში ვაჭრობა განაახლოს. შემდგომ ვილაპარაკებთ კონტროლის ხაზზე, რაც რეალურად ფრონტის ხაზები არის და ეს გადამოწმების მექანიზმების, სამშვიდობო ოპერაციების, ხაზების ახლანდელ მდებარეობაზე გაყინვის დეტალებში შედის. შემდგომ, რა თქმა უნდა, [განიხილება] უფრო ფართო და პერმანენტული მშვიდობა, რაც მუდმივი მშვიდობისთვის ტერიტორიის შესახებ გარკვეული ტიპის დისკუსია იქნება და  გრძელვადიან მშვიდობაზე, რაზეც უკრაინელები საუბრობენ ხოლმე, ან საუბრობდნენ, უსაფრთხოების გარანტიების ჭრილში". - თქვა უოლცმა. 

ამ წუთებში საუდის არაბეთში, ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეთრი სახლისთვის ახლანდელი მოლაპარაკებების მიზანს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.

კომენტარები