რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 200-ზე მეტი დრონით იერიში მიიტანა

Pravda.ua

20 მარტის საღამოდან 21 მარტის დილამდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 214 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 114 დრონი.

გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მოქმედების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 81 უპილოტო საფრენი აპარატი.

საჰაერო იერიშის შედეგად შენობები დაზიანდა ოდესის, ხმელნიცკის, სუმისა და კიევის ოლქებში. ქალაქ ოდესაში თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია 3 ადამიანი.

რუსებმა დრონები კურსკიდან, ბრიანსკიდან, მილეროვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობდნენ მობილური ცეცხლის ჯგუფები, ავიაცია და საზენიტო სარაკეტო ჯარები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები