ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სარკისებურად ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისი
Julien de Rosa/Pool via AP, File

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე ილაპარაკა.

"ტრამპთან ვისაუბრე ენერგეტიკის, ენერგეტიკული ქსელის და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. და სწორედ ამიტომ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მომზადდეს მნიშვნელოვანი ობიექტების სია, ამ ობიექტების წინააღმდეგ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს შორი რადიუსის იარაღი". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-მ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინულ ენერგოობიექტებზე იერიშები.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ტექნიკური სპეციალისტების ჩართვის შემდეგ, საკითხზე დეტალურად მომავლში ილაპარაკებენ.

"უკეთესის იმედი ვიქონიოთ. თუმცა, ალბათ სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის. დღეისთვის სიტუაცია ასეთია. რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს უკრაინას? სარკისებური". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები