საქართველოში არშემოშვება

ლიტველი უფლებადამცველი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში არ შემოუშვეს

ლიტველი უფლებადამცველი და ყოფილი ჟურნალისტი, რეგინა ეგოროვა-ასკეროვა, რომელიც 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, Facebook-ზე წერს, რომ ქვეყანაში არ შემოუშვეს.

"ზუსტად 15 წლის შემდეგ, ჩემს საყვარელ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მომცეს. ახსნა-განმარტების გარეშე უკან გამაბრუნეს. "სხვა მიზეზების გამო" - ეს ცხადად გვაჩვენებს, სად არის დღეს ქვეყანა". - წერს ასკეროვა Facebook-ზე.

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ამჟამად შვედური ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, Kvinna till Kvinna სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელია.

რეგინას მეგობრები და ჟურნალისტები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეზეა დაოჯახებული და ბინადრობის უფლებაც აქვს. 

დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება. 

კომენტარები