პუტინსა და ტრამპს შორის გამართული საუბრის შემდეგ, 19 მარტის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე 145 დრონით, მათ შორის შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და 4 C-300 ტიპის მართვადი რაკეტით მიიტანა იერიში.
კიევის ოლქზე მიტანილი დატყმისა და დრონების ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად დაზიანდა და დაინგრა 20 ე.წ. თაუნჰაუსი, 15 კერძო სახლი და 19 ავტომობილი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
ამასთან 18 მარტის საღამოს სუმის ოლქში რუსეთმა მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა 29 წლის კაცი, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო თავდაცვა ავრცელებს.
ВСУ-ს ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 72 დრონის განადგურება მოახერხა, ხოლო 45-მა კიევის ოლქზე მიიტანა იერიში.
რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმის, ოდესის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, კიევის და ჩერნიგოვის ოლქები დაზარალდა.
ღამის შეტევაზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კრემლის მსგავსი ქმედებები ადასტურებს, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა არ სურს.
"დღეს პუტინმა ფაქტობრივად უარყო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება" - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში ბრიანსკის, ორელის, შატალოვოს, კურსკის, მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებებიდან მიიტანა.





