მკვლელობა ჭავჭავაძეზე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ადვოკატი მარიამ ტაბატაძე ამბობს, გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.

"გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც არის განზრახ მკვლელობა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. გუშინ შევხვდი სანამ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო და საპროცესო მქონებოდეს ფარგლებში რაშიც მონაწილეობა მიიღო. არაფერზე უარი არ განუცხადებია ჩვენებაც მისცა. ამ დროისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას. გაოგნებული იყო, უშუალოდ კომუნიკაცია არ მქონია დღეს უნდა შევხვდე პირისპირ". - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 

17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს.

კომენტარები