თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ.
გამოცემა პუბლიკის ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მათივე ცნობით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს."