ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

16 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ ღამის კლუბში კონცერტის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჩრდილოეთ მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქალაქ კოჩანში, ღამის კლუბ Pulse-ში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

ტრაგედია კვირას დილით, დაახლოებით, ადგილობრივი დროით, 3:00 საათზე, ჰიპ-ჰოპ დუეტ ADN-ის გამოსვლის დროს მოხდა.

კონცერტის მიმდინარეობისას გაჩენილი ხანძრის დროს კლუბში 1500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, პიროტექნიკური მოწყობილობების გამოყენება გახდა. ხანძარი, რომელიც სცენიდან დაიწყო, სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მისი სწრაფად ჩაქრობა ვერ მოხერხდა.

კომენტარები