რუსული რეჟიმი

ვაშაძე: ქართული ოცნება ძალიან მძიმე დღეშია

ქართული ოცნება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - ის ქვეყნის შიგნითაც იზოლაციაშია და ქვეყნის გარეთაც.

მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება დათრგუნულები ვართ, რომ ამ დრომდე შედეგი არ დადგა - ამდენი ახალგაზრდა გვიზის ციხეში და ეს, რა თქმა უნდა გვთრგუნავს.

დღეს რომ გავიგეთ, შეიძლება რუსთავის ციხეში გადაიყვანონ ოკრიბელაშვილი, ემოცია გვძალავს, რომ ვიცით ამ წუთას ადამიანები - მსახიობები, ექიმები, სტუდენტები - ახალგაზრდა ბავშვებს რომ უყურებ, ცრემლები წამოგივა ადამიანს, რომ ის ადამიანები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში კი არ არიან, ციხეში გამოკეტა რეჟიმმა.

რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი ემოციური წნეხია ჩვენზე, განსაკუთრებით ჩვენზე, პოლიტიკოსებზე - ღამე რომ ვიძინებ და ვიღვიძებ, სულ ამაზე... 

ჩვენმა ამ ერთსულოვანმა წინააღმდეგობამ წნეხი შექმნა იქით მხარეს და ქართული ოცნება, გაცილებით მძიმე დღეშია.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა და კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები