კალიფორნიისა და მერილენდის ფედერალურმა მოსამართლეებმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გამოსაცდელი ვადით დასაქმებული ათასობით ფედერალური თანამშრომლისთვის სამუშაო კონტრაქტების აღდგენა დაავალეს. ათასობით თანამშრომელი 19 ფედერალური სააგენტოდან ტრამპის ადმინისტრაციამ გასული კვირების განმავლობაში გაათავისუფლა.
როგორც Reuters წერს, ფედერალური მოსამართლეების ზედმიწევნით ორმა ბრძანებამ მნიშვნელოვნად შეარყია ტრამპის მრჩეველისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის ძალისხმევა, აშშ-ს ფედერალურ მთავრობაში "წმენდა ჩაატაროს" და მკვეთრად შეამციროს ფედერალური ბიუროკრატია.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აგრესიული ძალისხმევის პირველი რაუნდის ფარგლებში პოზიციებიდან გამოსაცდელი ვადით დასაქმებული დაახლოებით 24 000 თანამშრომელი გათავისუფლდა.
ბალტიმორის საოლქო მოსამართლე ჯეიმს ბრედარი დაეთანხმა 20 დემოკრატიულ შტატსა და 18 სააგენტოს, რომ ადმინისტრაციამ ფედერალური თანამშრომლების გათავისუფლების რეგულაციები დაარღვია. დემოკრატიული შტატების სარჩელის თანახმად, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აგრესიული ძალისხმევის პირველი რაუნდის ფარგლებში პოზიციებიდან გამოსაცდელი ვადით დასაქმებული დაახლოებით 24 000 თანამშრომელი გათავისუფლდა.
ბრედარის შემაკავებელი ბრძანება ვრცელდება, სხვა სააგენტოებთან ერთად, აშშ-ს გარემოსდაცვით სააგენტოზე, მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID). სამივე სააგენტო ტრამპის ადმინისტრაციის დერეგულაციისა და ხარჯების შემცირების ძალისხმევაში მოყვა.
მოსამართლის გადაწყვეტილება გავრცელდება აშშ-ს აგრიკულტურის, ვაჭრობის, განათლების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების, სამშობლოს უსაფრთხოების, ურბანული განვითარების, შინაგან საქმეთა, სამუშაო ძალის, ტრანსპორტის, ხაზინისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტებზე.
ადმინისტრაციის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, რომ თანამშრომლები შესრულებული სამუშაოს არადამაკმაყოფილებელი ხარისხისა და ინდივიდუალური მიზეზების გამო გათავისუფლდნენ, მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ასე არ მომხდარა.
"იმ დასაქმებულთა ცხადი რიცხვი, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გაათავისუფლეს, ეწინააღმდეგება იმ არგუმენტს, რომ მათი გათავისუფლება დასაქმებულების ინდივიდუალური არადამაკმაყოფილებელი ხარისხის სამუშაოს საფუძველზე მოხდა". - თქვა მოსამართლემ.
მოსამართლე ბრედარმა გადაწყვეტილება კიდევ ერთი საოლქო მოსამართლის, უილიამ ალსუპის მსგავსი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მიიღო. ალსუპმა ტრამპის ადმინისტრაციას 6 სააგენტოდან გათავისუფლებული ფედერალური თანამშრომლებისთვის კონტრაქტების გაგრძელება უბრძანა, მათ შორის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტიდან, რომელზეც შემდგომში მერილენდის მოსამართლის ბრძანება არ გავრცელებულა.
ალსუპმა განაცხადა, რომ აშშ-ს მომსახურე პერსონალის მენეჯმენტის ოფისმა, ფედერალურ სააგენტოებში ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა, უმართებულოდ უბრძანა სააგენტოებს თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლება მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებამოსილება არ ჰქონდათ.
"გულსატკენი დღეა, როდესაც ჩვენი მთავრობა კარგ თანამშრომლებს ათავისუფლებს და ამბობს, რომ ეს მათი პერფორმანსის საფუძველზე მოხდა მაშინ, როდესაც მათ კარგად იციან, რომ ეს ტყუილია". - თქვა სან-ფრანცისკოს მოსამართლემ.
თეთრი სახლი მოსამართლის ბრძანებას გამოეხმაურა. პრესმდივან ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ადმინისტრაცია "დაუყოვნებლივ დაიწყებს ბრძოლას" გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
"პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, სრული აღმასრულებელი შტოს ძალა გამოიყენოს - ერთი საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ძალაუფლების გადამეტება არ შეუძლია, რათა პრეზიდენტის დღის წესრიგის აღსრულებას ხელი შეუშალოს". - თქვა ლევიტმა პირველი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.