გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების (GLSDB) მიწოდებას განაგრძობს.
Reuters-ის თანახმად, ახალი GLSDB-ები გაუმჯობესებულია, რათა რუსული რადიოელექტრონული ომის საშუალებებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
ბოლო კვირებში განახლებების შესაფასებლად 19 GLSDB გამოიცადა.
გამოცემა წერს, რომ GLSDB საბრძოლო ველზე მომდევნო დღეებში შეიძლება იყოს გამოყენებული, ბოლოჯერ კი ის უკრაინელებმა რამდენიმე თვის წინ გამოიყენეს.
მანამდე, Reuters დაუსახელებლ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის GLSDB-ებს რუსეთის რადიოელექტრონული ომის საშუალებები რადიოტექნიკურ დაბრკოლებებს უქმნიდა და სამიზნეებზე იერიშის მიტანაში აფერხებდა.
ბომბები აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იყო შეძენილი.
GLSBD (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) არის მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელიც მოიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომლის GPS-ით მართვაა შესაძლებელი და 150 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ იარაღს აშშ ერაყსა და ავღანეთში ფართოდ იყენებდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია მოძველებულ M26-ის რაკეტებზე, მათი სიზუსტის გასაზრდელად.






