რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 117 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით განადგურებულია 78 რუსული დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 38 უპილოტო საფრენი აპარატი.
იერიშის შედეგად შენობები დაზიანდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ასევე, რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინის მიმართულებით ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





