აქციებზე დაკავებულები

მუსელიანცი: ყოველი ეტაპირების დროს მაშიშვლებენ, მაკეთებინებენ ბუქნებს

პუბლიკა

აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცის თქმით, დარღვეულია მისი თავდაცვის უფლება. მუსელიანცი სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ მისი ყოველი ეტაპირების დროს ხდება მისი გაშიშვლება და შსს-ს წარმომადგენლები გვამკევინებენ ბუქნებს.

"მე არ მეძლევა სრულფასოვანი თავდაცვის უფლება [...] სასამართლოში და სასამართლოდან ყოველი ეტაპირების დროს ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება და სრულიად შიშველ მდგომარეობაში მაკეთებინებენ ბუქნებს". - თქვა დაკავებულმა.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები