თბილისის მერია

თბილისის მერია პროგრამის - "ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება - "პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას."

"წამოვიწყეთ ძალიან მაგარი პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი", რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მოახდინოს თავისი შესაძლებლობების კიდევ უფრო... კიდევ უფრო პროფესიონალი გახდეს, მოხდეს მათი გადამზადება და რა თქმა უნდა, ასევე ვეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში. [...]

დღეიდან 31 მარტის ჩათვლით აცხადებს [მუნიციპალიტეტის მერია] დაინტერესებული მოქალაქეების მიღებას, ონლაინ-რეგისტრაციას. [....] პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. [...] ყველა ხარჯი, რაც არის მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე, თქვენ უბრალოდ, გეხმარებით და გვინდა, ხელი შეგიწყოთ იმაში, რომ მოახდინოთ თქვენი გადამზადება, კიდევ უფრო მაგარი პროფესიონალები გახდეთ და დაგეხმაროთ სამსახურის მოძიებაშიც." - თქვა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების მომზადება-გადამზადება 70-ზე მეტ სპეციალობაში მოხდება, ასევე, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვა.

კომენტარები