ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ორშაბათიდან აშშ-ს სამი შტატისთვის ელექტროენერგიის ფასს 25%-ით გაზრდის.
ფორდის მიხედვით, ფასის 25%-იანი ზრდა ნიუ იორკის, მინესოტასა და მიჩიგანის მაცხოვრებლებსა და ბიზნესებს ელექტროენერგიის გადასახადს თვეში საშუალოდ $100 დოლარით გაუზრდის.
ფორდმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დამატებით ტარიფებს დაუწესებს კანადას, ელექტროენერგიას სრულად გათიშავს.
"თუ აშშ მოახდენს ესკალაციას, მე უყოყმანოდ, სრულად გავთიშავ ელექტროენერგიას. მერწმუნეთ, არ მინდა ამის გაკეთება, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ამერიკელი ხალხის წინაშე, რადგან ამერიკელ ხალხს არ დაუწყია სავაჭრო ომი. მხოლოდ ერთი ადამიანია ამაში პასუხისმგებელი და ის პრეზიდენტი ტრამპია" – თქვა ფორდმა.





