ანდრიი ერმაკი

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ფონზე, ერმაკმა სამშვიდობო შეთანხმების 3 პირობა დაასახელა

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, სამშვიდობო შეთანხმების სამი პირობა დაასახელა:

  1. უკრაინას უნდა მისცენ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ნდობას გაზრდის;
  2. ევროპამ უნდა იმოქმედოს ხისტად, გააძლიეროს და გაზარდოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ;
  3. ევროპამ უნდა გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც შემდგომში უკრაინის მხარდაჭერას და გაძლიერებას მოხმარდება;

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას ევროპული კავშირის ყრილობები ადასტურებს იმას, რომ როდესაც ევროპა ერთიანია, შეუძლია აკონტროლოს საკუთარი უსაფრთხოება და ბედი.

დღეს, 11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემით დასრულდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, მხარეები მცირე შესვენების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ.

 

კომენტარები