ანდრიი ერმაკი

"პირადად ვუთხარი კელოგს, რომ რუსეთი ცდილობს ერთმანეთს დაგვაპირისპიროს" – ერმაკი

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი
X

19 თებერვალს, კიევში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ერთანეთს შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ერმაკმა, სოციალურ ქსელ X-ში პოსტი და კომენტარები გამოაქვეყნა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია კით კელოგმა სრული ინფორმაცია მიიღოს, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენი ერის გამძლეობასა და ბრძოლისუნარიანობაზე.

იმედი გვაქვს აშშ-ს მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების. გვსურს ჩვენი ურთიერთობები იყოს გახსნილი, დამყარებული ნდობასა და საერთო წარმატებაზე". – წერს კელოგი.

ერმაკი ასევე წერს, რომ კელოგს ესაუბრა რუსეთის მიერ, მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისა და სიცრუის ტირაჟირების შესახებ.

"(რუსეთი) სიცრუის გავრცელებით ცდილობს დაგვყოს და ერთმანეთს დაგვაპირისპიროს". – ვკითხულობთ კელოგის კომენტარში.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა ეყრდნობოდეს "უკრაინის გარეშე არანაირი საუბარი უკრაინაზე" პრინციპს. 

პოსტის ბოლოს ერმაკი მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს.

კომენტარები