რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების მტკიცებით, 11 მარტს, უკრაინამ, ომის დაწყებიდან დღემდე, დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის სხვდასხვა რეგიონში 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
რუსეთის ოფიციალური ვერსიის თანახმად, იერიშის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა მოსკოვის ოლქი, სადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 18 ადამიანი.
გარდა ამისა, დაზიანდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის პარკინგი და დედაქალაქის რამდენიმე სარკინიგზო მაგისტრალი.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქის მისადგომებთან რეკორდული რაოდენობის, 74 დრონი ჩამოაგდეს.
ასევე, რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, 11 მარტის იერიშის ფარგლებში უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში მდებარე ს ნავთობბაზა Ока-центр-ზე მიიტანეს იერიში.
იერიშიდან მცირე დროში რუსეთმა ოფიციალური საჩივირით ეუთოს მიმართა. გარდა ამისა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
დრონებით იერიშს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:
"კიევი ურტყამს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი – სამხედრო სამიზნეებს".
აქამდე, რუსეთში ყველაზე მსხვილ უკრაინულ თავდასხმად ითვლებოდა 2025 წლის 14 იანვრის დრონების იერიში. რუსული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 180 უკრაინული დრონი გაანადგურა.





