რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: უკრაინა ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი – სამხედრო ობიექტებს

დმიტრი პესკოვი

11 მარტს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა.

რუსეთის მტკიცებით უკრაინელები მოსკოვის ოლქს 91 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, დაღუპულია 1 და დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

იერიშს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:

"კიევი ურტყამს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი – სამხედრო სამიზნეებს".

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კარგად იმუშავეს და უკრაინული დრონების უმეტესობა გაანადგურეს.

პესკოვს ასევე ეჭვი აქვს, რომ იერიშით უკრაინა კონფლიქტის დარეგულირების ტენდენციის მოსპობას ცდილობს.

"როგორც ჩანს კიევის რეჟიმი უარს არ იტყვის საკუთარ ნაცისტურ არსზე". – აღნიშნა პესკოვმა.

მოსკოვის ოლქზე იერიშის შემდეგ რუსეთმა საჩივრით ეუთოს მიმართა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია რამე ზომებს მიმართავს, ვინაიდან "ეუთომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი არ მომხდარიყო".

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსკოვზე მიტანილი იერიშის დეტალები უკვე გააცნეს.

კომენტარები