რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზახაროვა: ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის მიუღებელია. 

"საჭიროა მტკიცე საბოლოო შეთანხმება. ამის გარეშე, რაღაც ტიპის დროებით შეჩერება აბსოლუტურად მიუღებელია. [...] საქმე გვაქვს [უკრაინის მიერ] ნებისმიერ ფასად დროებით შეჩერების მცდელობასთან, რათა თავიდან აირიდონ ფრონტის კოლაფსი" – ამბობს ზახაროვა.

ზახაროვას თქმით, უკრაინა დროებით ცეცხლის შეწყვეტას სამხედრო ძალების გასაძლიერებლად გამოიყენებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ომის დასრულების პირველი ეტაპი შეიძლება იყოს ტყვეთა გათავისუფლება და დაბომბვის აკრძალვა. 

"ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ სწრაფად, ომის დასასრულებლად და პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, ასევე, სასწრაფო დაზავება ცაში: რაკეტების, შორი მანძილების დრონების, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვების აკრძალვა – ასევე, დაუყოვნებელი დაზავება ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს იზამს" – წერს ზელენსკი.

 

 

კომენტარები