თვითმმართველობის არჩვენები

კალაძე: მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებითვის სამზადისი დაწყებული გვაქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი" თვითმმართველობის არჩვენებისთვის უკვე დაწყებული აქვს. კალაძე დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებას "ძალიან დიდი" მხარდაჭერა ექნება. 

"ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მათ წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. [...] იციან, რომ დამარცხდებიან. არსად არცერთ რაიონსა და ქალაქში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“ - თქვა კალაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თვითმმართველობის არჩევნებში დააყენებს თუ არა ისევ საკუთარ კანდიდატურას, კალაძემ თქვა: "ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით  მოგაწვდით ინფორმაციას“. 

კომენტარები