Jay-Z

Jay-Z სასამართლოში უჩივის ქალს, რომელიც წარსულში რეპერს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა

ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და მსახიობი, Jay-Z (იგივე შონ კარტერი) სასამართლოში უჩივის ქალს, რომელიც მას წარსულში გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.

არსებული ინფორმაციით, რეპერის წინააღმეგ აღნიშნული სარჩელი, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი ანონიმური მომჩივანი ქალი მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა კარტერისა და შონ დიდი კომბსის წინააღმდეგ შექმნილი ფედერალური სარჩელის შემდეგ შეიტანეს სასამართლოში.

ცნობისთვის, 2024 წლის 9 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია,რომ შონ კარტერსა (Jay-Z) და შონ დიდი კომბსს (იგივე Puff Daddy) ერთად 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ - ანონიმური მომჩივანის თქმით, მუსიკოსებმა მასზე 2000 წელს, MTV Video Music Awards-ის შემდგომ წვეულებაზე იძალადეს.

კარტერის წინააღმდეგ ახლად აღძრული სარჩელი მას შემდეგ გაუქმდა, რაც მომჩივანმა თავისივე ნებით აღიარა, რომ Jay-Z-ს მასზე არ უძალადია, ხოლო ამ ბრალდების გაჟღერება მისმა ადვოკატმა, ტონი ბაზბიმ ურჩია.

კომენტარები