Jay-Z-მ გაიხსენა მისი ახლო მეგობარი კობი ბრაიანტი და მათი ბოლო საუბარი.
მუსიკოსმა ლეგენდარულ კალათბურთელზე 4 თებერვალს,კოლუმბიის უნივერსიტეტში ისაუბრა. Jay-Z-მ და ბრაიანტმა ახალი წელი ერთად აღნიშნეს და ჰიპ-ჰოპ არტისტმა მათი უკანასკნელი საუბარი გაიხსენა.
"ბოლო რაც კობიმ მითხრა იყო: "უბრალოდ უნდა ნახო ჯიანა კალათბურთს როგორ თამაშობს". ის ძალიან ამაყი იყო იმ მომენტში, ახლა ეს ძალიან სევდიანია. მე შევხედე და ვუთხარი: "ის მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელი ქალი იქნება."
მუსიკოსთან ერთად, ბრაიანტების სიკვდილმა მისი ცოლი - ბიონსეც დათრგუნა. მათი ოჯახები ბევრი წლის განმავლობაში მეგობრობდნენ და დროს ერთად ხშირად ატარებდნენ.
"ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის მათი სიკვდილი ძალიან მძიმე იყო, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. "
შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.