სამწუხაროდ, სანამ ბატონი დონალდ ტრამპი გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით და როდესაც დონალდ ტრამპმა ამისთვის აქტიური ნაბიჯები გადადგა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ამაში ჩართულია ჩვენი ოპოზიციას, ვინაიდენ ესენი, ყველანი დიფ სთეითს ემსახურებიან და სამწუხაროდ, ეს სუბიექტები ვინც მე ჩამოვთვალე არ არიან დაინტერესებული, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს და ყველასთვის ნათელია, რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ყურადღება გაეფანტა, ეს ომი გაწელილიყო, ვიღაცებს უფრო მეტი ფული ეშოვათ და რუსეთს აქ მოეცდინა დაახლოებით 50 000 გაწვრთნილი ჯარისკაცი.
ჩვენ რა გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად? აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო საგარეო პლატფორმებზე გაგვეკეთებინა - 600-მდე რეზოლუციას მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით, მგონი დღესაც მსოფლიოს მოწინაავე პოზიციებზე ვართ, რაც ჩვენ უკრაინას გავუწიეთ.
ერთადერთი რაც გავაკეთეთ არის ის, რომ ამ ომში არ მივიღეთ მონაწილეობა და როგორი საუბრები იყო დახურულ კარს მიღმა, დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია.





