რუსული რეჟიმი

მდინარაძე "მედიის კანონზე": აირჩევთ თვითრეგულირებაში გაასაჩივროთ, თუ ComCom-ში

"არცერთი ფრაზა არ იქნება დამატებული არსებულ ნორმებზე. საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც აღიარებული, მიღებული და დაკანონებულია საქართველოში, ოღონდ ეს ეხებოდა თვითრეგულაციის საკითხებს, ანუ მასზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდათ თავად მედიაორგანიზაციებს, განსხვავება იქნება მხოლოდ ერთი, ის როდესაც ნებისმიერ სუბიექტს, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ არაპოლიტიკოსი, საჯარო თუ არასაჯარო პირი, მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა, "ფეიქ-კამპანია", ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება საშუალება არამხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს ეს. 

თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტელემედიამ თქვენზე გაავრცელა "ფეიკი", გექნებათ არჩევანის საშუალება, მაგალითად თუ TV პირველი თქვენს წინააღმდეგ გაავრცელებს "ფეიკს" თქვენ თუ ენდობით მაინც TV პირველს შეგიძლიათ TV პირველშივე გაასაჩივროთ, როგორც აქამდე იყო. თუ თქვენ ენდობით სახელმწიფოს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ახლა უკვე, როცა მივიღებთ ამ კანონს, კანონი მოგცემთ საშუალებას გაასაჩივროთ ამ ორგანოში, სხვა ცვლილება აქ არ იქნება. 

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თვითრეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, არ ნიშნავს, რომ თვითრეგულირებას ვაქრობთ, თვითრეგულირება რჩება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ, ქართული ოცნების  ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ინიცირებულ მედიის კანონზე.

კომენტარები