2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის კატეგორიაში კირან კალკინი გახდა. მსახიობმა ჯილდო A Real Pain-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.
კატეგორიაში მისი კონკურენტები იყვნენ ედვარდ ნორტონი, იურა ბორისოვი, გაი პირსი, ჯერემი სტრონგი.
კალკინისთვის ეს პირველი ნომინაცია და გამარჯვებაა.





