მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მუდმივად ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება. პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, მუდმივად მიმდინარეობდა მუქარები კაბინეტებში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე, მუქარები, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით. ის განცხადებები, რასაც დღეს ვისმენთ და რასაც ვისმენდით გუშინ საქართველოსთან მიმართებით, თითქოს ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის და ასე შემდეგ, უამრავი ცრუ განცხადება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ამ მავნე ძალებს არ მივეცით საშუალება, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს.
ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა დამაზიანებელი - ეკონომიკურად ჩამოვიშლებოდით, ხოლო მეორე ფრონტის გახსნა რას ნიშნავს, მგონი, ყველასთვის ცხადია. 2008 წელს რა მივიღეთ და რა მოგვიტანა ომმა, ყველას კარგად გვახსოვს, ჯერაც ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები. დღესაც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები. ეს ისევ ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, გუშინ გააკეთეს განცხადებები და ვინც პირდაპირ ომს ემხრობა. ამით უდიდეს სარგებელს იღებენ კონკრეტული ადამიანები.





