რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: თქვენ არასოდეს ხართ მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი

შენი ღირსება უკრაინელი ხალხის სიმამაცეს პატიცს აგებს.

იყავი ძლიერი, იყავი მამაცი, იყავი უშიშარი.
თქვენ არასოდეს ხართ მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი.

ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის

 წერს ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის X-ზე.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათით დასრულდა, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დონალდ ტრამპის მითითებით დატოვა.

Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის ცნობით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ შედგა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა მედიის წინ იკამათეს.

კომენტარები