რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფინეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად შეიარაღებას ადგილობრივი კომპანიებისგან შეიძენს

ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის დახმარების ახალ €600 მილიონის ღირებულების პროგრამას იწყებს

განცხადების მიხედვით, ფინეთის მთავრობა ადგილობრივი თავდაცვის კომპანიებისგან შეიძენს სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის გადასაცემად. თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ეს დაეხმარება როგორც უკრაინას, ასევე ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას.

"ჯერჯერობით ჩვენ უკრაინას ძირითადად არსებული მარაგის გადაცემით ვეხმარებოდით, თუმცა, მომავალში პროდუქტები დიდწილად ჩვენი ადგილობრივი კომპანიების მიერ იქნება დამზადებული. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გავზრდით უკრაინის შანსებს, მიაღწიოს სამართლიანი მშვიდობის პირობებს, ასევე, ხელს შევუწყობთ ფინეთის თავდაცვის სექტორს და უზრუნველვყოფთ სამომავლოდ მიწოდების უსაფრთხოებას" – ამბობს ჰაკანენი.

 

კომენტარები