რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მსოფლიო ბანკი: უკრაინისთვის ომით მიყენებული ზიანის აღდგენისთვის $524 მილიარდია საჭირო

ფოტო: Суспільне Суми

მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის მონაცემებით, სამწლიანი ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის $524 მილიარდია საჭირო. 

ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით აღდგენისთვის საჭირო რაოდენობა $486 მილიარდიდან 7%-ით არის გაზრდილი და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში საცხოვებელი სახლები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომერცია და განათლება დასახელდა. 

პარალელურად, 18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

შეხვედრაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდა უკრაინისა და ევროპის ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

აშშ-რუსეთის შეხვედრის პარალელურად პარიზში საგანგებო სამიტი გამართა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა რამდენიმე ევროკავშირის ლიდერიც ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის.

 

კომენტარები