რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: ჩვენმა წინამორბედებმა მშვიდობა გარანტიების გარეშე გააფორმეს, პუტინმა ის დაარღვია

ჩემი გამოცდილება პრეზიდენტ პუტინთან შემდეგია: პირველ რიგში, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ სხვა ლიდერებთან განხილვა კარგი იდეაა, განსაკუთრებით, როდესაც განსხვავებული აზრებია. მე შეწყვიტე ჩემი კონტაქტი პრეზიდენტ პუტინთან ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივიღებდით მისგან. 

ახლა კი არის ამის შესაძლებლობა. აქ დიდი ცვლილებაა, რადგან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციაა, ამიტომ ეს არის ახალი კონტექსტი. შესაბამისად, კარგი მიზეზია პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომ ხელახლა ჩაერთოს პრეზიდენტ პუტინთან.

მაგრამ ჩემი გამოცდილება შემდეგია და მე ეს პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს გავუზიარე. 2014 წელს ჩვენმა წინამორბედებმა პრეზიდენტ პუტინთან მშვიდობა გააფორმეს, მაგრამ გარანტიებისა და განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია ეს მშვიდობა.

2022 წლის დასაწყისში [პუტინთან] რამდენიმე კავშირი მქონდა, განსაკუთრებით თავდაპირველ ეტაპზე. პრეზიდენტ პუტინთან შვიდსაათიანი საუბარი მქონდა რამდენჯერმე, მათ შორის [უკრაინაზე] თავდასხმამდე 15 დღით ადრე. მან ყველაფერი უარყო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ, ძლიერი პოზიცია და შეკავების საშუალებები არის ერთადერთი გზა, რომ დავრწმუნდეთ, ეს [შეთანხმება] ანგარიშ გაწეული იქნება.

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები