Humans of Tbilisi

21 წლის მინდაძის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მოწმე გამომძიებელმა ცრუ ჩვენება მისცა

გიორგი მინდაძე
IPN

დღეს, 24 თებერვალს რეჟიმის პატიმრის, 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ მოწმედ გამომძიებელი სოფო ლოლაძე მიიყვანა, რომლის ჩვენებითაც, მინდაძე პოლიციის განყოფილებაში დააკავეს, როცა ის უწყების ჩაბარების საფუძველზე თავად გამოცხადდა, ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებით კი სინდისის პატიმარი სოფელ წილკანში, ნათესავის სახლში დააკავეს.

"გამომძიებელმა არ მიაწოდა სასამართლოს სრული და ობიექტური ინფორმაცია . მან არ აღნიშნა სწორად, რომ თითქოსდა გიორგი მინდაძე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა საკუთარი ნებით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რამეთუ, წილკანში განხორციელდა მისი დაკავება. ამის მოწმეები არსებობენ, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნულს სასამართლოში" - თქვა მინდაძის ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ.

 სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 29 ნოემბერს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება. მინდაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები