ვადამდელი არჩევნები გერმანიაში

მერცი: ევროპის სწრაფად გაძლიერება პრიორიტეტია, რათა აშშ-სგან დამოუკიდებლობას მივაღწიოთ

მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მრავალ პრემიერმინისტრთან და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, და ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერდეს ევროპა, რათა აშშ-სგან ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ.

არასდროს ვიფიქრებდი, რომ ტელევიზიით ასეთი რამის თქმა დამჭირდებოდა, მაგრამ წინა კვირას დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებების შემდეგ, აშკარაა, რომ ამერიკელებს - ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას - მეტწილად არ აინტერესებთ ევროპის ბედი ამა თუ იმ კუთხით.

თქვა გერმანიის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა.

კომენტარები