აშშ-ში, ტექსასის შტატში 11 წლის მოზარდმა, ჟოსელინ კარანზამ თანასკოლელების მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის ნიადაგზე სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, ჟოსელინ კარანზას სკოლაში მისი ოჯახის ემიგრაციის სტატუსთან დაკავშირებით აბულინგებდნენ.
გარდაცვლილის დედამ, მარბელა კარანზამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის 11 წლის შვილს თანასკოლელები საემიგრაციო სამსახურში დარეკვით აშანტაჟებდნენ.
"ისინი ჟოსელინს სკოლაში აბულინგებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად ცხოვრობდა, რომ საემიგრაციო სამსახურში დარეკავდნენ და მარტო დარჩებოდა
ვერაფერს ვამჩნევდი, რასაც შესაძლოა ჩემს ქალიშვილის ბულინგზე დავეეჭვებინე, მას არანაირი ნიშანი არ გამოუმჟღავნებია, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო და იტანჯებოდა
როგორც აღმოჩნდა, ჟოსელინი კვირაში ორჯერ სკოლის ფსიქოლოგთან შეჰყავდათ კონსულტაციაზე, სკოლამ ამის შესახებ იცოდა, მაგრამ არაფერი მითხრეს". - თქვა მარბელა კარანზამ.
მარბელა კარანზამ მისი ქალიშვილი საკუთარ სახლში, უგონო მდგომარეობაში მყოფი 8 თებერვალს იპოვა - გარდაცვლილი მოზარდის დედამ ქალიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას მიმართა, თუმცა როგორც მან განაცხადა, ამ დროისთვის უწყებას რამე კონკრეტული ინფორმაცია არ მოეპოვება.