სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ

ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, 25 თებერვალს აქციაზე ყველა გამოვა

აღარ გვაქვს სახელმწიფო ესაა რეალობა, ეს ცხადია ყველა მოქალაქეს ეხება და ყველა მოქალაქეს ექნება რეაქცია, ესაა ის რაც კვებას ამ პროტესტს. ეს აღარაა პროტესტი არჩვების გაყალბებაზე, ან რუსულ კანონზე, დამთავრებულია. რუსული რეჟიმი გვაქვს და სახელმწიფო აღარ გვაქვს, ესაა ის რასაც ვაპროტესტებთ და ძალიან ძლიერად ყველანი ერთად გავაპროტესტებთ 25 თებერვალს.

არ დავუშვათ არცერთ შემთხვევაში, რომ ახალი 25 თებერვალი დადგეს ამ ქვეყანაში. 

ბოლომდე - ამბობენ ადამიანები ქუჩაში. და მართლაც ბოლომდე, მეც მეხება. არ დავუშვათ არცერთ შემთხვევაში ის, რომ ახალი 25 თებერვალი დადგეს ამ ქვეყანაში.

ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ვინმე არ გამოდის... მეც არ გავდივარ ყოველდღე პროტესტზე, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მე არ შეიძლება აქტივისტი გავხდე მხოლოდ, შეიძლება ცოტა სხვა დატვირთვაც მევალება, მაგრამ 25 თებერვალს [აქციაზე უნდა გამოვიდეს] უთუოდ ყველა, ვინც თვლის, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს რუსეთის ახალი საოკუპაციო ველი. [...] იმედი მაქვს, რომ 25 თებერვალს მართლაც ყველა გამოვა.

 თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.

კომენტარები