სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ

პრეზიდენტი: სააკაშვილს შეეძლო, XXI საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო

[სააკაშვილმა] რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა. მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა. და, რა თქმა უნდა, მის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ის ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა "გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "შპიგელთან" ინტერვიუში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები