რუსეთი-საქართველო

ლავროვი: საქართველოსთვის 3+3 ფორმატი ღიაა

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

კრემლის მედია TACC-თან სერგეი ლავროვმა, კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს, რომ რეგიონალური პლატფორმა 3+3 საქართველოსთვის ღიაა.

"თავიდანვე ყველა შეთანხმდა, რომ ჩვენი ფორმატია 3+3 და ჩვენ გვესმის საქართველოს ეჭვები და პოზიციის ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის ფორმატის დარბაზში თავისუფალი სავარძელი ყოველთვის იდგება". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

3+3 ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი "სამეულის" შეხვედრას გულისხმობს. მასში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი, ირანი, თურქეთი. პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაესრნენ.

ლავროვმა და ფორმატის მონაწილე სხვა პოლიტიკოსებმა 2024 წლის შემოდგომის შეხვედრაზეც(რომელსაც საქართველო არ ესწრებოდა) თქვეს, რომ საქართველოს ადგილი 3+3-ისთვის ყოველთვის ღიაა.

კომენტარები