უმუშევრობა

საქსტატი: 2024 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 14.2%-მდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.

დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით, [2.1%] და 978.5 ათასს მიაღწია, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა კი 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასია. 

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 14.7 ათასით (5.9%) შემცირდა და 233.9 ათასს გაუტოლდა.

 

საქსტატის ცნობით, ამავე მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 54.9% იყო, ხოლო დასაქმების დონე 1.1%-ით გაიზარდა და 47.1% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.2%ით. დასაქმების დონე კი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1%-ით გაიზარდა და 48.5% შეადგინა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 1.4%-ით გაიზარდა და 45.2%-ს მიაღწია.

საქსტატის მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.4%-ით შემცირდა ქალებში და 11.1%-ს გაუტოლდა, კაცებში კი - 0.1%-ით და 16.7% შეადგინა.

მათივე ცნობთ, 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 1.4%-ით შემცირდა, სოფლის ტიპისდასახლებებში კი - 0.6%-ით.

კომენტარები